რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკრაინაში უკვე 139 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 205-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსი აგრესორების შეჭრის შემდეგ, 139 ბავშვია დაღუპული, 205-ზე მეტი კი დაშავებული.

უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 65, ხარკოვის ოლქში - 45, დონეცკის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 29, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 19, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14.

რუსი აგრესორების მხრიდან თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება, აქედან 74 მთლიანად განადგურდა.

უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში.

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი