საჰაერო თავდასხმა ლვოვზე, ხანძრები ხარკოვში და შეტაკებები კიევში | ბოლო ცნობები უკრაინის ქალაქებიდან

გამოქვეყნდა:

დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. მანამდე კი ოკუპანტებმა ქალაქზე სულ მცირე სამი საჰაერო იერიში მიიტანეს. დაიბომბა საწვავის გამანაწილებელი პუნქტი. მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ათობით სახანძრო სამაშველო ბრიგადა მთელი ღამე ცდილობდა. 

გასული ღამე მძიმე იყო ხარკოვისთვისაც. ქალაქს ოკუპანტები რამდენიმე მხრიდან უწყვეტად ბომბავდნენ. ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძრის კერები გაჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და არასამხედრო ინფრასტრუქტურა.

შეტაკებები იყო კიევის ოლქშიც, სადაც ოკუპანტები კვლავ პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ.

დამატებით რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს რუსებმა მარიუპოლზე. ქალაქის 90 პროცენტი ახლა მიწასთანაა გასწორებული. უმძიმეს ვითარებაში, წყლისა და საკვების გარეშე კვლავ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.  

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით ოკუპანტებს გასულ ღამესაც არ ჰქონიათ წინ სვლა . დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე კი უკრაინელებმა სულ მცირე 7 იერიში მოიგერიეს. განადგურებულია 20-მდე სამხედრო ტექნიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი