უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების ინფორმაციით, კიევის შემოგარენთან რუს ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებები შეანელეს.
ვანო ნადირაძის თქმით, რუსეთის ჯარი დასუსტებულია, აღარ აქვთ საკვები და ტყვია-წამალი.
"ორი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო მაგათთან შეცვლა, მაგრამ როტაცია ვერ ხდება და დემორალიზებული არიან ძალიან. როტაციაზე ვინც შემოვიდა იმათ შორისაც ძალიან ბევრი დაჭრილი და დახოცილია. გზაშივე მიიღეს დარტყმები. ე.წ. BMP3 ჩვეულებრივი რუსული ჯართია, უბრალოდ ეს ჯართი აქვთ ბევრი, მეტი არაფერი. საწვავზე ძალიან დიდი პრობლემა აქვთ, ლოჯისტიკა ფაქტობრივად ჩამოშლილი აქვთ", - ამბობს ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ პუტინის ომს უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 4 ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.