პუტინი შესაძლოა გეგმავს, უკრაინა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სცენარით გაყოს - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

პუტინი შესაძლოა გეგმავს, უკრაინაში "კორეული სცენარი" გამოიყენოს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი შეეცდება, ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გამყოფი ხაზი გაავლოს.

"კიევის მახლობლად წარუმატებლობისა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების დამხობის მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ, პუტინი უკვე ცვლის ძირითად საოპერაციო მიმართულებებს - სამხრეთითა და აღმოსავლეთით. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის განიხილავს უკრაინის "კორეულ" სცენარს. ანუ შეეცდება ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გამყოფი ხაზი დააწესოს. ფაქტობრივად, ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა უკრაინაში. ბოლოს და ბოლოს, ის ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ გადაყლაპოს მთელი ქვეყანა", - ამბობს კირილ ბუდანოვი

უკრაინელი გენერალი დარწმუნებულია, რომ ყირიმში სახმელეთო დერეფნის მოწყობის საკითხი კვლავ აქტუალურია რუსეთის ფაშისტური რეჟიმისთვის, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ყველაზე მეტად მარიუპოლში გამართული ბრძოლები აფერხებს. 

"ოკუპანტები შეეცდებიან გააერთიანონ ოკუპირებული ტერიტორიები ერთ კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში, რომელიც დაუპირისპირდება დამოუკიდებელ უკრაინას. ჩვენ უკვე ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „პარალელური“ ხელისუფლების შექმნის მცდელობებს და აიძულებენ ხალხს უარი თქვან გრივნაზე. მათ შეიძლება მოინდომონ საერთაშორისო დონეზე ვაჭრობა. მაგრამ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგობა და აქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები და ეტაპობრივი განთავისუფლება - მნიშვნელოვნად ართულებს მტრის გეგმების განხორციელებას. გარდა ამისა, სულ მალე დაიწყება ტოტალური უკრაინული პარტიზანული ბრძოლების სეზონი. მაშინ რუსებს ერთი შესაბამისი სცენარი დარჩება - როგორ გადარჩეს", - თქვა ბუდანოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი