ჩერნიგოვში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ოლქის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაცია პრეზიდენტის ოფისთან და ვიცე-პრემიერის კაბინეტთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება მოახერხონ.
ამასთან ვიაჩესლავ ჩაუსმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპანტების განადგურებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინის თითოეულ რეგიონს უსურვა, საკუთარი ჩერნობაევკა ჰქონდეთ.
"უკრაინაში ყველას ოლქს საკუთარი ჩერნობაევკა უნდა ჰქონდეს. ჩერნიგოვი დიდებულია და ის კიდევ უფრო დიდებული გახდება. იდიოტი მტერი გვყავს, სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ღმერთს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მოქალაქეებისთვის საკვები და მედიკამენტები მოვიმარაგოთ. ჩვენ გავიმართვებთ", - თქვა ვიაჩესლავ ჩაუსმა.