საპროტესტო აქცია თბილისში | მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს - მოსახლეობა დედაქალაქიდან და რეგიონებიდან საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებს. 

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, ასევე, განახევრდეს აქციზის გადასახადი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ითხოვენ, რომ ფინანსთა ან ეკონომიკის მინისტრმა შექმნან სამუშაო ჯგუფები და შეხვდნენ მათ. 

"პარლამენტს შეუძლია, ხვალ, დაჩქარებული წესით დაიწყოს განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აქციზი მინიმუმ განახევრდეს, ან გამოცხადდეს მორატორიუმი და აქციზი დროებით გაუქმდეს", - ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ვასო ურუშაძე. 

საწვავის ფასი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და 4 ლარს აჭარბებს. გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც.

"ამ მოცემულობაში, როცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმა, არის სრული სიჩუმე და ვითხოვთ დაუყონებლივ დაიწყოს ეკონომიკური რეფორმა საგადასახადო კუთხით",- ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე

გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაუკავშირდა და შესაძლოა, ხვალ პროტესტის მონაწილეებს სამუშაო ჯგუფი შეხვდეს. აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ აპირებენ გადანაცვლებას და შესაძლოა, გზა გადაკეტონ.  

საწვავის ფასები მოქალაქეებმა ქუთაისსა და თელავშიც გააპროტესტეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი