
"შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე ანუ მინუს ერთით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ის მაჟორიტატრები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერენ.
ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მიღწეულია. ერთ შემთხვევაში მიღწეულია ის, რომ მაჟორიტარობის შემადგენელი იქნება შენარჩუნებული, არა იმ რაოდენობით რასაც ვითხოვდით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ამბობს, რომ მოთხოვნები მიიღეს, უმრავლესობამ დააკმაყოფილა და მხარს აუცილებლად დაუჭერენ.
ასევე, საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც არის რისკის შემცველი, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, რაც ახალისებდა ოპოზიციას და ისინი ამის გამო ქუჩას არ ტოვებდნენ და ახდენდნენ მუდმივ დესტაბილიზაციას და აურზაურს, ეს ჩანაწერი გასწორდება. ასე, რომ პრაქტიკულად ჩვენი მოთხოვნები მივიღეთ, დააკმაყოფილა უმრავლესობამ და მხარს დავუჭერთ აუცილებლად, - განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა დღეს სამ საათზე იყო ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.