"მსოფლიო ხედავს რევანშისტი რუსეთის ზრახვებს... ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვწამს" - დეგნანი 

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ქართველი ხალხის გვჯერა, ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვწამს" - ამის შესახებ საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩმა კელი დეგნანმა ისაუბრა. 

ამბობს, რომ წარმოუდგენლად ამაყია იმით, რასაც საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია. მისი თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთია. 

"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი უახლესი შეხსენებაა იმისა, რატომ უნდა დადგნენ ერთად ადამიანები, რომლებსაც თავისუფლების სჯერათ და რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი პარტნიორობა. მსოფლიო ხედავს რევანშისტი რუსეთის ზრახვებს. სურს თავისი მეზობლების მშვიდობას, სოლიდარობასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ძირი გამოუთხაროს. ახლა ერთიანობისთვის სოლიდარობის დროა. წარმოუდგენლად ამაყი ვარ იმით, რასაც საქართველომ ბოლო 30 წის განმავლობაში მიაღწია.

ამერიკამ გაიღო 6 მილიარდი დოლარი, გადავამზადეთ 20 000 ჯარისკაცი, რათა უკეთ დაიცვან საქართველოს საზღვრები. დაახლოებით 600 ადამიანი გავაგზავნეთ აშშ-ში კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენ გეხმარებოდით ეკონომიკურ - სამართლებრივ რეფორმებსა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვჯერა. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვწამს", - ამბობს კელი დეგნანი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ამავე ღონისძიებიდან:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი