თავისუფლების ფასი | როგორ წარმოუდგენიათ აშშ-ში უკრაინის კიდევ უფრო აქტიური დახმარება - "მთავარი" ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

რუსეთისთვის დაკისრებულმა სანქციებმა პუტინის კლეპტოკრატიული ეკონომიკა მთლიანად ჩამოშალა და მის გარემოცვას გამოაცალა სისხლიანი ომის საწარმოებლად საჭირო მთავარი რესურსი - ფული. მაგრამ ამ სანქციებს ნავთობისა და გაზის რეკორდულად გაძვირება მოჰყვა. ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის მცირე, მაგრამ მაინც შეღავათის მისაცემად, დროებით დღგ-ს გადასახადი მოხსნა. იგივე მოთხოვნით დღეს უამრავი მოქალაქე ქუჩაში საქართველოშიც გამოვიდა და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

ბევრი ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო  ბევრი სოციალური პრობლემა აწუხებთ. დასავლეთის შეძლებული ქვეყნებიც კი თავისი შეძლებული მოქალაქეებისთვის ამგვარ შეღავათს აწესებენ. ჩვენ - ყველაფერი უნდა ვითმინოთ და ვიტანოთ, ბიუჯეტია შესავსები, ჯიპებია საყიდელი, კაბინეტებია გასარაემონტებელი, და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი გადაუდებელი საქმე აქვს ჩვენს ხელისუფლებას.

ბენზინის რეკორდულად გაძვირებამ ამერიკაშიც კი სოციალური უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ თავისუფლებას თავის ფასი აქვს. ვიღაც ამ ფასს ახლა სისხლით იხდის, მაგალითად უკრაინელები. დანარჩენები გაძვირებული ბენზინით. მაგრამ მზად არის უფრო მეტიც გაიღოს.

ბოლო კვლევებით ამერიკელების 42% მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად. იმათი წილი კი, ვინც თვლის, რომ გაღებული ძალისხმევა საკმარისზე მეტია, 7%-საც კი არ აღემატება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი