გმირები - ვისი გმირობის დანახვაც ხელისუფლებას არ სურს. გმირები, ვინც ბოლო გზაზე ერთ მუშტად შეკრულმა გააცილა მთელმა ერმა, და ამ დროს "ქართული ოცნების" ლიდერები თელავში საქეიფოდ შეიკრიბნენ. გმირები - რომლებიც უკრაინაში დაეცნენ, მაგრამ საქართველოს მომავალსა და თავისუფლებას შეეწირნენ.
გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები ჯერ მშობლიურ მიწას მიბარებული არ იყო, როცა უკრაინიდან კიდევ ერთი მძიმე ამბავი მოვიდა - ამბავი დავით გობეჯიშვილის სიკვდილისა.
დავითიც აფხაზეთიდან დევნილი იყო და რუსული ოკუპაციის მთელ სიმხეცეს საკუთარ ოჯახზე, 30 წლის განმავლობაში სცდიდა. ტრაგიკულია ამბავიც იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების ვეტერანი უკრაინაში.