ერთი ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მეორე ქვეყნის ომში, რიგით ჯარისკაცად იბრძვის. ირაკლი ოქრუაშვილის თავბრუდამხვევმა კარიერულმა ნახტომმა, როგორც თავად ის ხუმრობს ხოლმე, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. თუმცა მისი მეგორბების რაზმი ცხადია გამონაკლისი არაა.
უამრავი ქართველი ჯარისკაცი ახლა მარიუპოლს, ირპენს, სუმსა და ხარკოვს იცავს, ან კიევის მისადგომებთანაა გამაგარებული და საქართველოს ათასობით კილომეტრით მოშორებული, მაინც სამშობლოს სადარაჯოზე დგას. ამ რეპორტაჟის გმრიებიც, ავტორებიც, რესპოდენტებიც და ოპერატორებიც თავად ეს მებრძოლები არიან, ამაღებული საბრძოლო განწყობით და მთავარი მიზნით - რომელსაც ბოროტების დამარცხება ჰქვია.
საქართველო იმ მხრივაცაა გამორჩეული, რომ უკრაინის დასაცავად საბრძოლო რაზმში პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ჩაეწერა.