
ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარებზე შეთანხმებით "ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ პირველივე ტურში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავა ოპოზიციის ნაბიჯებს პრაგმატულად სწორად აფასებს და ამბობს, რომ ამით ისინი მმართველი პარტიის დამარცხებას შეძლებენ.
ჩვენი ნაბიჯები პრაგმატულად სწორია. ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარებზე შეთანხმებით "ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ პირველივე ტურში. ჩვენი კარი ღიაა მათთვის, ვისაც სურს ამ შეთანხმებაში მონაწილეობა, - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინეს.
სია ასეთია:
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება.