2 აპრილს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებია. თუმცა გადამწყვეტი რაუნდი ბათუმში გაიმართება. საკრებულოში ახლა ხმები თანაბრადაა გაყოფილი. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს, რომ საკრებულოს უმრავლესობას სწორედ ოპოზიცია ჩამოაყალიბებს და "ქართული ოცნება" კონტროლს ბათუმზეც დაკარგავს.
სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი მანდატისთვის ოპოზიციიდან კენჭს მათე ფუტკარაძე იყრის, გარდაცვლილი დეპუტატის - ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი. გაგახსენებთ, ოპოზიციონერი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას "ქართული ოცნება" და რიჟვაძის ახლობლები შანტაჟითა და მუქარით ცდილოდნენ, ზეწოლის შედეგად ის გარდაიცვალა. მამის გზას ახლა ახალბედა პოლიტიკოსი აგრძელებს.