მე ვფიქრობ, რისკის ქვეშ არ დადგება ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მგონია, რომ ეს არის მხოლოდ თეორიული დაშვება, თუმცა პრაქტიკულ მოცემულობას რაც შეეხება, პრაქტიკულად, მე ვფიქრობ, რისკის ქვეშ არ დადგება ეს კანონპროექტი გამომდინარე იქიდან, რომ 117 დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრაქტიკულ რისკებზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, - ამბობს კობახიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატები კი ამბობენ, რომ ცვლილებათა პაკეტს მხარს სრულად დაუჭერენ, ვინაიდან, მათი თქმით, ქვეყანაში ახლა კამათის დრო არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ეს ცვლილებები მიიღონ.