იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კომიტეტის 11-მა წევრმა მისცა ხმა. 

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ განხილვებში მონაწილეობას იქამდე არ მიიღებენ, სანამ ხელისუფლება რვა მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს და "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელ, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე კვირას, 21 ივნისს იგეგმება. 

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120/30) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი