რუსებმა ლუგანსკის ოლქში ქალაქები დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქები რუბეჟნოე და სევეროდონეცკი დაბომბეს -ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რუბეჟნოეში დაზიანდა სახლი, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. რაც შეეხება სევეროდონეცკს, არსებული ინფორმაციით, ჭურვი სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებში 86 წლის ქალის ცხედარი ნახეს.

 "გულდასაწყვეტი ამბავი დილიდან - რუსებმა რუბიჟნოეში ისევ გაისროლეს. დაზიანდა სახლი, იპოვეს ერთი ცხედარი, ერთი დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის რაოდენობა დგინდება",- წერს ოლქის ხელმძღვანელი საკუთარ ტელეგრამის არხში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი