უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მტერი „უკრაინელი სამხედროების“ მიერ, "რუსი ტყვეების" მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოებს იღებს და ავრცელებს - განცხადებას ამის შესახებ უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ავრცელებს.
ვალერი ზალუჟინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტანდარტებს.
"ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები და სხვა ლეგიტიმური სამხედრო ფორმირებები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის რეალობა და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს" - ამბობს ზალუჟნი.