კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომელი პირობაც არ ყოფილა რვა მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცადა. მისი თქმით, თუ რადიკალური ოპოზიცია შეუერთდება ამ შეთანხმებას და საბოლოოდ მის აღსრულებაში მონაწილეობას მიიღებს, ეს ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგი იქნება.
კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რაც რეალურად არ ყოფილა რვა მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი, თორემ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ყველაფერი და იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით და რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამ გადაწყვეტილების, ამ შეთანხმების დასტური და კიდევ უფრო ზუსტად, შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ თუ მოვუწოდებთ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას საბოლოოდ და მის აღსრულებაში მიიღონ მონაწილეობა, ეს იქნება ძალიან კარგი და ძალიან კარგი ასევე იქნება, ქართული დემოკრატიისთვის და არა მარტო მათთვის, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რვა მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მისი შესრულება, აუცილებელია. ფასილიტატორმა ელჩებმა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ შეთანხმების ყველა მონაწილეს მოუწოდეს.