გადაწყვეტილება, ტესტია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისათვის - "ოცნებამ" დაჩქარებული წესით ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ -  პარლამენტმა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით უკვე დაიწყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ  კანონში ცვლილებებს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ.

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილებები იმ მიზეზით მიიღეს, რომ კონსტიტუციაში შესაბამისობაში მოეყვანათ. 

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ინიციატივა პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯას ემსახურება. 

" რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკავშირებულია უკრაინასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან, უნდათ ის გააჩუმონ. აბსურდია, როდესაც კანონში შედის ისეთი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს უკრძალავს საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლებას. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნება მიღებული არის, ამავე დროს არის ტესტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისათვის , გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას. მოაწერს ხელს?... გამოიყენებს ვეტოს უფლებას?... ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის უკვე საბოლოოდ გაემიჯნა ოცნებას და მივიღეთ ახალი მარგველაშვილი მისი სახით. " - ამბობს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ კანონი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურას ამარტივებს. ავტორები, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.  კანონი, კვირის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული.

რას ითვალისწინებს ცვლილებები

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის პროექტი შემდეგი სახის ნორმებს ითვალისწინებს:

• შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი. სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს ზემოაღნიშნულ სუბიექტებს უგზავნის. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას გამოიწვევს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი საქმეში მოპასუხედ ჩააბას.

• საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

• შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი