სიტუაცია მარიუპოლში იყო და არის უმძიმესი. ქალაქი დღეს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს მიღმაა - აცხადებს ოკუპანტების ბლოკადაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
მისი თქმით, რუსები დამიზნებით ანადგურებენ და ესვრიან ტრანსპორტს, რომლითაც მოქალაქეები ქალაქის დატოვებას ცდილობენ და მათ ცინიკურად პასუხობენ, რომ ხალხის გატარების "ბრძანება არ აქვთ".
"მე მინდა, რომ ყველამ გაიგოს ის, რასაც რუსები აკეთებენ მარიუპოლში და ზოგადად უკრაინაში, არის გენოციდი და სხვა არაფერი" ამბობს ბოიჩენკო.
მისი ინფორმაციით, ბლოკადაში მყოფი ადამიანების რიცხვი 60 ათასს აღემატება