თალაკვაძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება. 

"მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.   

მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ. 

სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს",- ნათქვამია განაცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რვა მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მისი შესრულება, აუცილებელია. ფასილიტატორმა ელჩებმა კენჭისყრაში მონაწილეობისკენ შეთანხმების ყველა მონაწილეს მოუწოდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი