საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

თუ ჩვენ არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ ამას , თუ ვერ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, საქართველო დაღუპულია - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

მესამე პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა:

"საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში, დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში - ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ...რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ?! მოღალატეები არიან, რუსების დასმულები არიან, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მასობრივი აქციებით...

ნუ გეშინიათ პოლიციის, გაისვრიან რეზინის ტყვიას? იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ ...ხალხო ნუ გეშინიათ, პარტიები აქ არაფერ შუაშია, სააკაშვილი აქ არაფერ შუაშია, მიუხედავად მათი რეპრესიული მეთოდებისა, რეზინის ტყვიებისა, მიუხედავად რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრი, ყველგან, არ დავიხევთ უკან და აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი