ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი კაციჭამიაა. შემომხედეთ, მე ვარ კაციჭამია თუ მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ?! - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ეხლა მაინც ხომ კარგად დაინახეთ ხალხო რა აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მისივე სასამართლო პროცესიდან ახალგაზრდობას. გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდნენ მის წინააღმდეგ:

"ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია. შემომხედეთ მე ვარ კაციჭამია თუ მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ?! თქვენ 14 წელი საჭმლის , განათლების, პერსპექტივის მაგივრად გაჭმევდნენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ ვარ მე.
ეხლა მაინც ხომ კარგად დაინახეთ ხალხო რა აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? ეს მთავრობა რომ ყოფილიყო გაიქცეოდა იმავე წუთში. მე, რომელსაც მეუბნებოდა სარკოზი, წაგიყვანთ თუ არადა ხვალ მოგკლავენ, ვუთხარი, რაც არ უნდა მიქნან ფეხს არ მოვიცვლი. რუსული ტანკები იდგნენ პრეზიდენტის სასახლიდან 15 წუთის სავალზე, რუსეთის სპეცრაზმი გადმომჯდარი იყო კოჯორში, მას შემდეგ რაც ბუში გამოვიდა, რომელსაც ვუყვირე რამდენჯერმე ტელეფონში და მართლა  დავამუნათე , ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქია და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი