"ნოვაია გაზეტა" აჩერებს გაზეთის გამოცემას როგორც ონლაინ, ასევე, ბეჭდური სახით - ამის შესახებ ინფორმაციას BBC რედაქტორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რედაქტორების თქმით, რუსეთის მედიის დამკვირვებლის, როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების მიღების შემდეგ გამომცემლობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
„როსკომნადზორის ორი გაფრთხილება წელიწადში მედიის ლიცენზიის გაუქმებას ნიშნავს...მეორე გაფრთხილება რისთვის მივიღეთ, არ ვიცით, არც ფორმულირება ვიცით. დამატებით არაფერი გადმოგვცეს“, - განაცხადა პრესმდივანმა, ნადეჟდა პრუსენკოვამ.
ცნობისთვის ორივე გაფრთხილება ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ხსენებას, რომლებიც შედიან „უცხოური აგენტების“ რეესტრში.
"ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ერთი კვირის წინ მან გამოაცხადა, რომ აპირებდა თავისი ნობელის პრემიის მედლის აუქციონზე გაყიდვას და მიღებული თანხის გადარიცხვას უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად ფონდში.