სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით განზრახ გადაუარეს ოჯახს - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით განზრახ გადაუარეს ოჯახს - უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 27 მარტს, დაახლოებით 17:15 საათზე, სუმის რაიონის, კონოტოპის რაიონის სოფელ ჩუმაკოვეს მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოხდა. 

„საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით რუსი სამხედრო მოსამსახურე შეგნებულად დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით ფეხით მოსიარულეებს, შედეგად დაშავდა ოჯახი -15 წლის ბიჭი და მისი დედა, 33 წლის მამაკაცი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი