უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა არ გამორიცხავს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაულები გენოციდად კვალიფიცირდეს.
"ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაული... ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ვუყურებ მას გენოციდის კვალიფიკაციის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როდესაც მთელი ქალაქი მძევლად არის აყვანილი. სადაც ხალხი წყლის გარეშეა. საკვების გარეშე, სითბოს გარეშე. სადაც არ არის გასვლის შესაძლებლობა. სადაც ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას" თქვა ვენედიქტოვამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, როგორც ერი.
გენპროკურორის თქმით, მარიუპოლიდან დეპორტირებული არიან მოზარდები და ბავშვები.