"ბოლო 2 დღეა, მმართველმა რუსულმა პარტიამ რუსული პროპაგანდა და უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა" | საგანგებო განცხადება ენმ-ში

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები" - ამის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა. 

"ბოლო 2 დღეა, მმართველმა რუსულმა პარტიამ და მისმა ლიდერებმა გააძლიერეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოორდინირებული, სრულიად აშკარა რუსული პროპაგანდა და თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ" - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

მისივე თქმით, "დღეს მთელ მსოფლიოში დარჩა სამი სახელმწიფო, რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის არაადამიანურ აგრესიას უკრაინაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი