სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები აქვთ - WSJ

გამოქვეყნდა:

ჩელსის დამფუძნებელსა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სიმპტომები მოლაპარაკებების შემდეგ გამოუვლინდათ.

როგორც გამოცემა წერს, აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრს აღენიშნებათ თვალების სიწითლე, ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი