ბორის ნემცოვის მკვლელობა, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას მკვლელობის მცდელობა - ამ სამ სპეცოპერაციას ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობდა. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბისა და უდიდესი გავლენის მქონე ჟურნალისტური ორგანიზაციები, საკუთარ გამოძიებაზე დასკვნით აკეთებენ.
BBC, BELLINGCAT და INSIDER ერთობლივად მიდიან დასკვნამდე, რომ რუსეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერების წინააღმდეგ რუსული დაზვერვის ერთი და იგივე აგენტი მოქმედებდა. დღეს გამოქვეყნებული მასალები ნათლად აჩვენებს, რომ კრემლის ოპონენტების თვალთვალი, შანტაჟი, მოწამვლა და მკვლელობა მთლიანად რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით ხორციელდებოდა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნით.
ახალი გამოძიების შედეგებს მოსკოვი ჯერ არ გამოხმაურებია, მაგრამ როგორი იქნება კრემლის კომენტარი ისედაც ნათელია - პუტინის ხელისუფლება, არაერთი მამხილებელი ფაქტის მიუხედავად ყოველთვის უარყოფს რაიმე კავშირს მკვლელობებთან.