უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალები", კრემლის პროვოკაცია, რომელიც "ნაციონალების" ორგანიზებულია და "ნაციონალები", რომლებიც მსოფლიოში ნავთობის ფასებს აკონტროლებენ. "ქართული ოცნების" ლიდერები ტრადიციას არ ღალატობენ და ყველაფერში მთავარ ოპოზიციურ პარტიას ადანაშაულებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ საწვავის გაძვირების საპროტესტო აქციებს "ნაციონალური მოძრაობა" მართავს, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი არალოგიკური განცხადება, რომელიც პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ.
პრემიერის ამ უცნაურ განცხადებას უპასუხა მესამე პრეზიდენტმა, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერები 2012 წელს საწვავის ფასიდან თითო ლარის მოპარვაში ადანაშულებდნენ - სააკაშვილი ხელისუფლებას ზუსტად იგივე რჩევას აძლევს, რაზეც ეკონომიკის ექსპერტები წლებია საუბრობენ.
იხილეთ ასევე: