ღარიბაშვილის "კახური კლანის" ახალი ტენდერი | მილიონები საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად

გამოქვეყნდა:

თითქმის 14 მილიონი ლარი ე.წ კახური კლანის ყულაბაში. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის შემდეგ მოექცა. მთავრობის მეთაურის ნათესავის კუთვნილი კომპანია "სერპანტინი" დედოფლისწყაროში საგზო სამუშაოებს ჩაატარებს, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით ფინანსდება.

ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "სერპანტინის" მიერ მოგებული 145-ე ტენდერია, ირაკლი ღარიბაშვილის მაღალ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში პრემიერის ნათესავის კომპანიას კონკურენციას ვეღავინ უწევს.

ავტორი: ნინიკო გიგაური, ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი