"გახსოვთ, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, მეორე დღეს სამოქალაქო ომი დაიწყო" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ, როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ PosTV-ის ეთერში თქვა.

საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას მან 1990-იანი წლების დასაწყისი გაიხსენა და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება რაციონალური მოქმედებით გამოირჩევა.

„როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვახსოვს „გაბედული“, „თამამი“ გადაწყვეტილებები 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებებმა, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 1990-იან წლებში, მომდევნო დეკადაში", - განაცხადა კობახიძემ და დაამატა: ჩვენ, რომ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა, არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის, პრაგმატული, რაციონალური, კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. არსებითად და არსობრივად განსხვავდება წინა ხელისუფლებების პოლიტიკისგან. რაციონალური პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქიმალურად დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა. სწორედ, ამის შედეგია, რომ ჩვენ არ გვქონია ომი მთელი ამ ხნის, გასული 9 წლის განმავლობაში. ეს მონაპოვარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ".

კობახიძემ დააზუსტა, რას მიიჩნევს მმართველი პარტიის მონაპოვრად: „სტაბილურობა, უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი მონაპოვარი, თავისუფლებასთან ერთად, ეს უნდა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე".

"ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებიტ კი თქვა: „ჩვენ მათ ვერ შევყვებით ისეთ ნაბიჯებში, როგორმა ნაბიჯებმაც ჩვენს ქვეყანას წინა ხელისუფლების პირობებში შედეგად მოუტანა ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი