"პუტინი დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია, ვგულისხმობ, რომ ის ინფორმაციულ იზოლაციაშია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"არ ვფიქრობ, რომ პუტინი ბუნკერში ორი კვირაა, ან ექვსი თვეა იმყოფება, ის დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია. ამას არ ვამბობ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ვგულისხმობ, რომ ის ინფორმაციულ იზოლაციშია, სადაც თავისი წრისგან იკვებება მონაცემებით. სანამ ის ბუნკერში იმყოფებოდა, უკრაინა არსებითად შეიცვალა. ასე რომ, მისი ხედვა უკრაინის მიმართ ძალიან განსხვავებულია იმ უკრაინისგან, რაც რეალურ ცხოვრებაში არსებობს".

- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მისი აზრით,  პუტინს სჯერა, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი