იაპონია კრძალავს ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის მიწოდებას რუსეთში - BBC-ის ცნობით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფართოვდება. ექსპორტი 5 აპრილიდან აიკრძალება.
გარდა ამისა, აიკრძალება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოსა და კოსმეტიკური საშუალებების მიწოდება.
ცნობისთვის, იაპონია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს შეუერთდა. ტოკიოს ამ პოზიციის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აჩერებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე და იაპონელებისთვის გააუქმა კურილის კუნძულებზე უვიზო რეჟიმი.