
საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა მხარდასაჭერად იმერეთის სამხარეო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათ პროტესტი გაბმული სიგნალით გამოხატეს.
აქციის მონაწილეების თქმით, როგორც კი დაკავებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, პროტესტის გაგრძელდება და კვირას, საწვავზე ფასის ზრდას მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ.
"შემოგვიერთდით, გამოფხიზლდით, ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და გავაკეთოთ ერთი საქმე", - ამბობს აქციის მონაწილე.
აქცია პირველ საათზე, ქუთაისში, რკინიგზის სადგურთან გაიმართება.