დავით არახამია და ვლადიმერ მედინსკი ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ვლადიმერ მედინსკიმ და დავით არახამიამ პირისპირ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს. 

ამასთან, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია სტამბოლი- დოლმაბაჰჩეს სასახლე, სადაც უკვე ერთ საათზე მეტია, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს მართავენ.

დელეგაციები მუშაობენ „სადავო საკითხების მთელ სპექტრზე“ - წერს დელეგაციის წევრი, მიხაილო პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, დღევანდელი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართვით გაიხსნა.

ამავე თემაზე:

"შესაძლებელია შედეგის მიღწევა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის მოთხოვნებს" - თურქეთში მოლაპარაკება იწყება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი