თურქეთში მოლაპარაკებებს სარგებელი არ ექნება, უნდა გავანადგუროთ ბენდერები, ნაცისტები და შაითანები - კადიროვი

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს რომელიც თურქეთში მიმდინარეობს არანაირი სარგებელი არ ექნება.

ვიდეომიმართვა, რომელიც ძალადობის მოწოდებებს შეიცავს, კადიროვმა საკუთარ ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა. 

"ვფიქრობ, მოლაპარაკებებს რომელიც თურქეთში მიმდინარეობს არანაირი სარგებელი არ ექნება და კარგს არაფერს მოიტანს, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გავანადგუროთ ბენდერები, ნაცისტები და შაითანები! მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ",- ამბობს კადიროვი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ამ წუთებში თურქეთში მიმდინარეობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი