უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით ,რუსეთი, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რუბლის შეტანას ცდილობს.
უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო კონვენციებს და კრემლს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინელების ფინანსური ტერორის მცდელობა.
ეროვნული ბანკი სთხოვს უკრაინის გენერალურ პროკურატურას, გაითვალისწინოს ეს ინფორმაცია საერთაშორისო სასამართლოებისთვის საჩივრის მომზადებისას.
"აღნიშნული ქმედებები შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის კრიმინალური მხარდაჭერისა და პოლიტიკური ნების გარეშე.
უკრაინის ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში ერთადერთი ვალუტა გრივნაა, ხოლო უკრაინაში სხვა ვალუტების გამოშვება და მიმოქცევა აკრძალულია. საბანკო სისტემას შეუძლია მოსახლეობისთვის ადეკვატური სერვისების მიწოდება და აგრძელებს გრივნის მიმოქცევის უზრუნველყოფას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის გათვალისწინებით, NBU მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქმედებები რუბლის მიმოქცევის დანერგვის მიზნით უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ასევე აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლების ასეთი ქმედებები არღვევს საერთაშორისო კანონს.
აგრესორმა სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს უკრაინელების ფინანსური ტერორის მცდელობები. ეროვნული ბანკი მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას, გაითვალისწინოს ეს ინფორმაცია შესაბამისი საერთაშორისო სასამართლოების წინაშე საჩივრის მომზადებისას" - წერია განცხადებაში