"დაგმე? - ვერ დაგმე. იმიტომ, რომ არ გაქვს ერთი ადგილი... "- ზარქუამ ოპოზიციას "ბოლო გაფრთხილება" მისცა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში საკუთარი გამოსვლა კვლავ ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. ამჯერად ზარქუას მიმართვის ადრესატები ენმ-თან ერთად სხვა პარტიებიც იყვნენ.

ზარქუამ საკუთარი გამოსვლაში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვები გააკრიტიკა. 

"ერთიანობაზე მოგვიწოდებდით ჩვენ და გუშინ რომ გამოვიდა ნაცების ბელადი და თქვა, რომ დადგა ის დრო, სადაც ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო და აჰა, მოვიდა ის დრო, როცა უნდა გავერთიანდეთო დაგმე?- ვერ დაგმე. იმიტომ, რომ არ გაქვს ერთი ადგილი ეს რომ გააკეთო და მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი, ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე და ასე იქნები ბოლომდე. რომელიმემ თქვით, რომ დასაგმობია ის რაც ბელადმა განაცხადა? თუ ემხრობით? გამოდით და თქვით მაშინ. ამიტომ გეძახით ომის პარტიას. და ლევან ხაბეიშვილს მინდა, მივმართო შეეშვი ქართული ოცნების მხარდამჭერების ბულინგს, ბოლო გაფრთხილებაა. ის, ვინც ხართ მოკალათებული პოლიტიკაში გაქვთ მეტი პასუხისმგებლობა" თქვა ზარქუამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი