ეს არის საინფორმაციო კამპანიის, საინფორმაციო დივერსიის, საინფორმაციო ომის ნაწილი - პესკოვი აბრამოვიჩის მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა  ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე თანხმობა ორივე მხარემ განაცხადა და რომ, აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ ცნობები საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. 

„ეს არის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, საინფორმაციო დივერსიის ნაწილი, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, უკვე იყო იგივე აბრამოვიჩის წარმომადგენლების განცხადებები. დელეგაციის წევრები ახლა სტამბოლიდან ტელეეკრანებზე ჩანან",- ამბობს პესკოვი. 

პესკოვმა უკრაინელი ლტოლვილების რუსეთის ფედერაციაში იძულებით გადაყვანაზეც თქვა, რომ სიცრუეა.

"ეს სიცრუეა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რუსი სამხედროები ეხმარებიან მშვიდობიან მოქალაქეებს დატოვონ მარიუპოლი, დატოვონ ის ადგილები, სადაც სიცოცხლე საშიშია და ისინი ეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე გახდა ცნობილი, ამ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ",- თქვა მან.

ბრიფინგზე პესკოვმა აშშ-თან ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაშია საჭიროა არა მხოლოდ მათი, როგორც ორი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი