მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინა ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავს გარანტიებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 


პირველი კომენტარი ზელენსკის პარტიის თავმჯდომარემ, მოლაპარაკებების წევრმა, დავით არახამიამ გააკეთა. მან თქვა, რომ უკრაინა მოითხოვს ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი გარანტიების მიღებას. რომელიც იქნება მყარი უსაფრთხოების გარანტიები და არ იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. მისივე თქმით, ეს გარანტიები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ გავრცელდება. არახამიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები უკვე განიხილავენ უკრაინის ინიციატივას.

ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი რამდენიმე საათი გაგრძელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი