რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის რეგიონებში საომარ მოქმედებებს „მკვეთრად შეამცირებს“ - ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. განცხადება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა გააკეთა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეგიონებიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა.