საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის ბოლო ეტაპზეა. საპარლამენტო უმრავლესობამ ინიციატივას საკომიტეტო მოსმენაზე დაუჭირა მხარი და ახლა ყველაფერი კვირას, რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება.
საბოლოო კენჭისყრას უმრავლესობა სრული მობილიზებით ხვდება. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 92 ხმა აქვთ მობილიზებული - მაგრამ ეს არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას საკმარისი ხმები ამ დრომდე არ აქვს, ისინი მაინც დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად დამტკიცდება. ისინი ამბობენ, რომ მათ უკვე აქვთ გარანტირებული 92 დეპუტატის ხმა და ახლა დამატებით 25 ხმის მობილიზებაზე მუშაობენ. ამ 25 ხმას კი დამოუკიდებელი ფრაქციები და დეპუტატები შეადგენენ.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, დღეს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. კომიტეტზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები. ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ პროექტი იდეალური არ არის, უკვე არსებულს მაინც ჯობია და შესაბამისად, ისინი მას მხარს დაუჭერენ.