რუსეთს სურს უკრაინისგან არაფერი დარჩეს, გარდა ნანგრევებისა და ლტოლვილებისა - ზელენსკიმ დანიის პარლამენტს მიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან მან პარლამენტის დეპუტატებთან მიმართვისას თქვა, რომ ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი თითქმის განადგურდა. 

ზელენსკიმ დანიის პარლამენტს უთხრა, რომ მარიუპოლში 100 000-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი, რომლებიც წყლის დასალევად თოვლს ადნობენ:

„გთხოვთ თქვენ და მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსულ ნავთობზე. არავითარი ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. და ეს უნდა იყოს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სოლიდარობის პოლიტიკა...რუსეთს სურს უკრაინისგან არაფერი დარჩეს, გარდა ნანგრევებისა და ლტოლვილებისა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ზელენსკიმ ისაუბრა რუსული არმიის მიერ, ხალხის ძალით გატაცებაზე,  გაუპატიურებასა და ძარცვაზე. მისი თქმით, 2000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი