ხელისუფლების წახალისებული კომპანიები | საეჭვო შესყიდვები და მილიონები "ოცნების" შემომწირველებისთვის

გამოქვეყნდა:

კორონა პანდემიის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვები. მხოლოდ წელიწადნახევრის განმავლობაში, ხელისუფლებამ პირდაპირი შესყიდვის წესით 20 ათასზე მეტი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც მილიარდ 700 მილიონი ლარია.

ტენდერების დიდი ნაწილი პოლიტიკური კორუფციის შემცველი რისკების გამო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიზეზი გახდა.

ირკვევა, რომ ხელისუფლების კონტრაქტორიები ხშირ შემთხვევაში "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, რომლებმაც მმართველი გუნდისთვის გაღებული თანხის სანაცვლოდ მსუყე კონტრაქტები მიიღეს. საეჭვო კონტრაქების საერთო ღირებულება 156 მილიონი ლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი