შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე | "ოცნების" მორიგი სამიზნე ტელეკომპანია "ფორმულაა"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" თავისუფალ მედიაზე თავდასხმების ახალ სერიას იწყებს. ამჯერად სამიზნე ტელეკომპანია "ფორმულაა". ორი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, სტანდარტების ყველა ნორმის დარღვევით, უზენაესმა სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებელი დამნაშავედ გამოაცხადა და განაჩენიც გამოუტანა.

საქმე ეხება, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, რომელსაც 5 მილიონის გადახდა დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის. კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. აქ მისი ერთადერთი აქტივი სწორედ ტელეკომპანიაა. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც მხოლოდ "ფორმულას" აქტივების დაყადაღებითაა შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი