რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა რუს დიპლომატებთან დაკავშირებული 17 პირს აძევებს. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყებამ ნიდერლანდებიდან 17 დიპლომატის გაძევება დაადასტურა.
ბელგიამ ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით 21 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის საელჩოსა და საკონსულოში მუშაობდნენ.
ქვეყნიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევა ირლანდიამ. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მაღალჩინოსანთა გაძევების მიზეზი ისაა, რომ ისინი "დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს" არღვევენ.
ჩეხეთის რესპუბლიკამ კი ერთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის შემცირებას ცდილობს.