შეერთებული შტატები საქართველოს 126 მილიონი დოლარით დაეხმარება | აშშ თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 28 მარტს 6 ტრილიონამდე ღირებულების ფედერალური ბიუჯეტი წარადგინა. ბიუჯეტში საქართველოსთვის 126 მილიონის დახმარებაა განსაზღვრული, რომლის არსებითი ნაწილი - 88 მილიონი - საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება.

შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ასევე ანტიკორუფციული, ანტიტერისტული და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში 25 მილიონ დოლარს დახარჯავს.

ამასთან, 2023 წლის საბიუჯეტო კანონპროექტში გათვალისიწინებულია მოსკოვის შეკავებისთვსი უკრაინის დახმარებისა და NATO-ს გაძლიერებისთვის 7 მილიარდამდე აშშ დოლარის გამოყოფა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი