რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევებში ეძებენ.

მისი თქმით, ოლქიდან სულ მცირე 100 000 ადამიანია ევაკუირებული. ევაკუაცია გრძელდება ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებულია.

"ევაკუაცია ხდება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ისე კერძო ტრანსპორტით. ჩვენ ამას გავუმკლავდით. ვმუშაობდით 24 საათის განმავლობაში და რაც მთავარია, გადავარჩინეთ ეს ადამიანები", - თქვა ნებიტოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ ირპენში არიან ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ სახლებსა ან სარდაფებში რჩებიან. მათ მედიკამენტებით, წყლით, საკვებითა და საწვავით ეხმარებიან.

ანდრეი ნებიტოვმა ასევე თქვა, რომ პოლიცია ამჟამად აქტიურად მუშაობს იმ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც რუს აგრესორებს ქალაქების ოკუპაციაში ეხმარებოდნენ. ამასთან დაკავშირებით კიევის ოლქში უკვე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი