ლამაზ მანიკიურს იმისთვის არ იკეთებს, რომ ბირთვული ომის ალში დაიღუპოს - არესტოვიჩი პუტინზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ადამიანი, რომელიც იკეთებს ლამაზ მანიკიურს, რომელიც ზის მოსაუბრესთან 20 მეტრში და ეშინია ყველაფრის, რომელიც აშენებს სასახლეებს, იახტებს და ჰყავს საყვარლები. ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ცეცხლში დაიღუპოს. ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, იმის გამო, რომ რუსეთში შეიძლებოდა, მდგომარეობა არაპროგნოზირებადად შეცვლილიყო, არასოდეს დააყენებენ ბირთვული საფრთხის ქვეშ იმ ხალხს, ვისთვისაც ავტომატების მიცემის შეეშინდათ.

ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი გადაკვეთს "წითელ ხაზებს" და ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი